ხანძარი კახეთში - ცეცსლის ლოკალიზების სამუშაოებში ავიაცია დღეს დილიდან ჩაერთო. ხანძარს ერთი ქართული კერძო, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტეროსა და ორი ირანული ვერტმფრენი ებრძვის.
ადგილზე მყოფ მეხანძრეებს, მაშველებსა და რეინჯერებს დღეიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი დაემატა. ასევე მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის 50 თანამშრომლის ადგილზე გადაყვანა.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვითარება ადგილზე კვლავ რთულია. მისი თქმით, შესაძლებელია დღეს ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდეს.
„გუშინ ღამით იქნა მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე მებრძოლი. დაახლოებით 2 საათში იქნებიან უშუალოდ ცეცხლის კერებთან და იმუშავებენ ცეცხლის კერებზე. ფრენების ნებართვა მიღებულია და ქართული ვერტმფრენები დაიწყებენ დესანტირებას სპეცდანიშნულების რაზმისა და მეხანძრეების ალპურ ზონაში, რომ ზემოდანაც იქნეს ლოკალიზაციაზე მუშაობის გაგრძელება,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






