მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ დაიწყო
პოლიტიკა - 16:38, 03 Sep, 2017     1471
ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს, სწავლების დაწყება მიულოცეს და ყურადღება სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ბოლოს სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართა.

სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

„Agile Spirit 2017“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მასში 1515 სამხედრო იღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები ოფიციალურად, 11 სექტემბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42