Agile Spirit 2017 უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადობის მშვიდობიანი განვითარებისათვის - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:41, 03 Sep, 2017     1486
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2017'' გახსნა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

მრავალეროვნული სწავლება ,,Agile Spirit 2017'' საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში, ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა წვრთნებში მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში.

მე თავს ვხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების გამყარებას თავისი სიცოცხლე შესწირა.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა ჰიბრიდული ომი და ორგანიზებული მცდელობა იმისთვის, რომ გაეხლიჩათ ჩემი სამშობლო, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ეს იყო კოსოვოც, ეს იყო ერაყიც, ეს არის ავღანეთიც, ეს არის ცენტრალური აფრიკაც. იქ, სადაც ქართველი მეომრები, ქართული ჯარი ამტკიცებს გლობალურ სტაბილურობას და მაღლა აღმართავს ჩვენი ქვეყნის დროშას.

დღეს ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს საქართველოში იხვეწება თქვენი უნარ-ჩვევები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ, რომ საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი.

კიდევ ერთხელ მივესალმები წვრთნას, რომელიც უკვე ტრადიციულია. Agile Spirit - ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყნას, საქართველოს პარტნიორებს და წვრთნების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42