საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრიფინგი გაიმართა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პეტროსიანის წარმომადგენელს რამდენიმე პირის ნაცვლად განცხადების შეტანის უფლება არ მისცეს.
ცეესკოს ინფორმაციით, სამველ პეტროსიანი გუშინ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა ფანჯიკიძესაც დაემუქრა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ფაქტებზე პროკურატურას მიმართავს.
"ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკაონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უაკნონო ქმედებების განხორციელებისგან", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






