საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძარი 35-ჯერ გაჩნდა - ხანძრების ქრონოლოგია
პოლიტიკა - 21:10, 02 Sep, 2017     2715

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძარი 35-ჯერ გაჩნდა. პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ 7 აგვისტოს თბილისიდან შევიდა. დიდ დიღომში, გუდვილთან ცეცხლი საბურავებსა და ბალახს გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

შედარებით გართულდა მუშაობა 8 აგვისტოს მთაწმინდაზე, სადაც ცეცხლი მთაწმინდის ფერდობზე ტყის მასივს გაუჩნდა.

10 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან. ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა.

11 აგვისტოს ავჭალაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1 ჰექტარი დაიწვა. ცეცხლი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

12 აგვისტოს ცეცხლი გარდაბანში დაცულ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი, მათ შორის, ხეები და ბუჩქები.

13 აგვისტოს შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მესტიიდან შევიდა. ცეცხლი მესტიის ტყეში გაჩნდა.

რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ, 20 აგვისტოს ხანძარი რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა.

დილიდან შეტყობინება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან შევიდა. ცეცხლი ჰექტარ-ნახევარ ფართობზე გავრცელდა.

ასევე 20 აგვისტოს ხანძარი იყო დაბა სურამში და ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოში.

სწორედ 20 აგვისტოს დაიწყო ხანძარი ბორჯომში. ცეცხლი წაღვერის ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ის თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა მისი ჩაქრობა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რის გამოც უნიკალური ტყის 100 ჰექტარზე მეტი დაიწვა.

21 აგვისტოს ხანძრის შესახებ შეტყობინება ისევ თბილისიდან შევიდა. ცეცხლი დიღმის მასივის მეორე კვარტალში 5 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

22 აგვისტოს ცეცხლი გაჩნდა ატენის ხეობასა და ჟინვალში. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. სწორედ ამ ხანძრის გამო სამაშველო ოპერაციაში ჯარის ჩართვა გახდა საჭირო.

22 აგვისტოს ხანძარი იყო გლდანის ხევშიც. ცეცხლი ბალახს მოედო.

23 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა დუშეთის ტყეში, თუმცა მისი ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

ასევე 23 აგვისტოს - დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ცეცხლი აღებული ხორბლის ნარჩენებს გაუჩნდა და დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელდა.

რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა ცეცხლი 24 აგვისტოსაც. წეროვანში ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს მოეკიდა.

ასევე 24 აგვისტოს ხანძარი იყო პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. ცეცხლი ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე იყო გავრცელებული.

25 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ახალციხეში, სოფელ ურვალეთში. დაიწვა ერთ ნახევარი ჰექტარი ტერიტორია.

28 აგვისტოს ახალციხეში, ამჯერად, სოფელ სვირში, ხანძარი გაჩნდა. მის ჩაქრობას მეხანძრე მაშველები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო.

29 აგვისტოს ცეცხლი აბასთუმნის ტყეში გაჩნდა. ტერიტორია ამჯერადაც მიუვალი აღმოჩნდა და ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე დღე ვერ მოხერხდა. ბორჯომის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42