იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 17:42, 02 Sep, 2017     2349
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მერეთში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მისი თქმით, დღეს წარდგენილი ადამიანები პროფესიონალიზმის და კვალიფიციურობის ნიშნით არიან შერჩეულები.

” თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფესიონალიზმის ნიშნით. ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ ხალხისთვის, ”ქართული ოცნება” მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს, გამარჯვებას მოიპოვებს და თავს არ დაზოგავს იმერეთისთვის და საქართველოსთვის. იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა”, - განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური ქუთაისელ ამომრჩეველს ტრიბუნიდან ჰპირდება, რომ ქუთაისი ძველ დიდებას დაიბრუნებს.
კვირიკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ ქუთაისისა და მთელი იმერეთის სწრაფი განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს.

”ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად გადაიქცეს. ჩვენი ძალისხმევის შედეგი - პირველ რიგში ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. მარტო ასე არის შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არ შემიძლია არ აღვნიშნო საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. მოგეხსენებათ, პროექტს ფონდი ”ქართუ” ახორციელებს და მისი ღირებულება თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანას აქვს ჯანსაღი ამბიცია იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი კი სწორედ ქუთაისი იქნება და ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, ამას გპირდებათ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42