„არაკომპეტენტურობა და ინფანტილური თავდაჯერებულობა“ - ოპოზიცია პრემიერს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:15, 02 Sep, 2017     1708
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ, მის მიერვე გაკეთებული ხმამაღალი განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება.

საუბარია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე რომელიც მან ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად წარდგენისას გააკეთა: „ჩვენს მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ".
ცნობისთვის, 50%-იანი ბარიერის შეზღუდვა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის არ ვრცელდება და ის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარ კანდიდატებზე მოქმედებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ პრემიერი ან კანონმდებლობას არ იცნობს, ან საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერმინისტრი არ იცნობს კანონმდებლობას, ან იცნობს და ურცხვად ატყუებს საკუთარ მოსახლეობას და სწორედ ამ უვიცობას და არაკომპეტენტურობას დავასრულებთ ჩვენ ოქტომბერში არჩევნების გზით,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ირაკლი აბესაძე კი მთავრობის მეთაურის კანონთანშეუსაბამო განცხადებას „ინფანტილურ თავდაჯერებულობას“ უწოდებს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობათავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ გიორგიკვირიკაშვილმა არ იცის, თუ რამდენპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ მათიპარტიის მაჟორიტარ დეპუტატებს თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ეს ინფანტილური თავდაჯერებულობის შემატების მცდელობა არის. ყველამ კარგად ვნახეთ,რომ საპარლამენტო არჩევნებზეც ვერ შეძლო ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 50%-იანი ბარიერის გადალახვა და მას შემდეგ ქართული ოცნების მხარდაჭერა ხალხში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაკლებულია. პრემიერი განცხადება ღიმილის მომგვრელია, როდესაც პრემიერი ასეთ ოფიციალურ წარდგენაზე, სამწუხაროდ, უშვებს ასეთ შეცდომას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42