პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლეას აკისრებენ.
"ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი იმაზე რომ დღეს ამ ჩიხში ვიმყოფევბით, მან დამკვირვებლური ტემპებით მიიღო კონსტიტუცია ორი მოსმენით, რომელსაც მხოლოდ თვითონ უჭერს მხარს. მოლაპარაკებების ჩაშლაშიც მთლიანად პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი: უნდა დავბრუნდეთ საწყის ეტაპზე და განვიხილოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა როდესღაც, არამედ 2020 წელს და არა ერთჯერადად, არამედ სამუდამოდ. როგორც ჩანს ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, შესაბამისად რაიმე სახის ფანჯარა, რომ მოლაპარაკებები წარმოებდეს არის ძალიან ვიწრო"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა რურუა კი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის საუბარი კონსენსუსზე თავიდანვე ფარსი იყო.
"მათ ნიღაბი ჩამოიხსნეს, უნდათ ქვეყანა საკუთარ სამსახურში და არა პირიქით. დაანებონ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას თავი და როგორც თვითონვე ამბობდნენ 2020-ში ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიყვანოთ. ამ შემთხვევაში კონსენსუსი მოხდება. ამას ისინი არ აკეთებენ, რადგან ხალხის ძალის ეშინიათ, რომ გადაირჩიოს ხელისუფლება და ამ ძალას მაქსიმალურად ამცირებენ"- აღნიშნა ნიკა რურუამ.
ცნობისტის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ 6 სექტემებრს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ბუკიკიო აღნიშნავს, რომ დიალოგის გამართვა აუცილებლებელია.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეცვლის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს.
მასალის გამოყენების პირობები






