,,დაგვეხმარეთ!.. სოფელს საფრთხე ემუქრება“ - სტიქია მესტიაში, მოსახლეობა შველას ითხოვს
შემთხვევა - 21:07, 01 Sep, 2017     7516
მესტიაში სტიქიას ებრძვიან. გუშინ ბეჩოს ხეობის ბოლო სოფელ მაზერში, უშბიდან მეწყერი ჩამოწვა. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი.

გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა.

ადგილობრივი მოსახლეობა მთელი დღეა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, საჭიროა დროულად ზომების მიღება, რომ მეწყერს გზა გაუხსნან და სოფელს აარიდონ.

,,მეგობრებო, მირიჩიეთ თუ შეიძლება როგორ მივაწვდინო ხმა ტელევიზიას. სვანეთში, ბეჩოს ხეობის ბოლო სოფელ მაზერში, უშბიდან ჩამოწვა მეწყერი. დღესაც თუ იწვიმა სოფლისაკენ დაიძვრება და კატასტროფა მოხდება. საჭიროა ზომების მიღება და ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის აყვანა, რომ მეწყერს გზა სხვა მიმართულებით გაუხსნან და სოფელს აარიდონ. ერთხელ ასეთმა მეწყერმა სოფელ მაზერის ბოლოს, შიხრაში ტურისტული ბაზა წალეკა და კინაღამ სოფელი წაიღო, ბედად კალაპოტი გამოუჩნდა და სოფელს გვერდი აუარა. ამჟამად, უფრო ცუდი მდგომარეობაა, ეს კალაპოტი ამოუვსიათ და სოფელს სერიუოული საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საშუალებით ითხოვს დროულად დახმარებას. დაგვეხმარეთ!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ნათია კვიციანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42