„მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის პროექტის პოზიტიური შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავდა პარლამენტის ყველა წევრის გაცხადებულ ნაბიჯს არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების მიმართულებით. უფრო მეტიც, ჩვენ განსაკუთრებით მივესალმეთ აქტიურ თანამშრომლობას და საქართველოს პარლამენტის ერთგულებას გადაწყვეტილებისადმი, არ მიეღო რაიმე ისეთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად იქნებოდა შეფასებული. შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლისთვის გადადება, ისევე, როგორც განმეორებითი წარუმატებლობა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად იმედგამაცრუებელია. 2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამართავენ თუ არა დამატებით მოლაპარაკებებს - ეს თავად ქართულ პარტიებზეა დამოკიდებული და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა საჭირო არ არის. ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის განახლებული პროექტის მიღებას და ერთ თვეში, ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე (6-7 ოქტომბერს) გამოქვეყნდება ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ ამ მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ ქართული პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება, განახორციელოს ცვლილებები და კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ტექსტზე ფართო კონსენსუსს მიაღწიოს“– ნათქვამია ბუკიკიოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






