ამერიკელ კონგესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 19:32, 01 Sep, 2017     1152
აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

დელეგაციას, კონგრესმენ ჰაროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მათ გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

კონგრესმენებმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.

აშშ-ის კონგრესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები - ჰენრი კუელარი, ჯონ დუნკანი, ჯონ კარტერი, ჩარლზ ფლაიშმანი, სტივ ვუმაკი იმყოფებიან. შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42