რაც შეეხება უშუალოდ დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განმარტა, ექვსივე უფლებადამცველმა მოსამართლეს ის დარღვევები გააცნეს, რომელიც საქმეს თან ახლავს.
ადვოკატები ხმაურიანი დაკავების დღიდან დღემდე აცხადებენ, რომ სასულიერო პირს მომწამვლელი ნივთიერება ჩაუდეს.
"ციანიდი მამა გიორგის ჩაუდეს, რადგან თვით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი იყო, ამდაგვარი ნივთიერება ყოფილიყო და მათ არ აღმოეჩინათ. შესაბამისად ეს არ იქნა აღმოჩენილი, რადგან არ არსებობდა. ჩვენ სრულყოფილად ვისაუბრეთ იმ დასკვნაზე, რომ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. იმედი მაქვს, მოსამართლის გავდაწყვეტილება იქნება მართლა დამოუკიდებელი და მიიღებს მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მართლმსაჯულებისთვის კატასტროფა",-განაცხადა რამიშვილმა.
მისი თქმით, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი კონტროლის დროს ციანიდი ვერაღმოაჩინა. დეკანოზის დაკავებიდან 9 საათის შემდეგ კი ბარგში ეს ნივთიერება იპოვეს, რაც ლოგიკური არ არის.
"უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, თუიქნებოდა იქ ამდაგვარი ნივთიერება მათ არ აღმოეჩინათ. ეს აღმოჩნდა იმის შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი და მიიღეს მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. შესაბამისად, ამიტომაც აღმოაჩინეს მერე და არა იქ და იმ დროს, სადაც უნდა აღმოეჩინა უსაფრთხოების სამსახურს. დასკვნითი სიტყვის დროს სრულყოფილად ვისაუბრეთ იმაზე, რომ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა" - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რეზონანსული საქმის ირგვლივ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმაც. ჯარჯი წიკლაური ადვოკატების არგუმენტებს "უაზრო ვერსიამდე მისვლას"უწოდებს.
"ადვოკატთა მრავალ საათიანი გამოსვლა დაიყვანეს ერთ უაზრო ვერსიამდე", - აცხადებს წიკლაური.
„ადვოკატთა მრავალსაათიანი გამოსვლა, დასკვნითი სიტყვები საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა გამოსვლა დაიყვანეს ერთ უაზრო ვერსიამდე, რასაც ჰქვია ე.წ. ოქრომჭედლის ვერსია. მთელი მათი გამოსვლა იყო მცდელობა იმის, რომ ბრალდებული თითქოსდა შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში უნდათ დაარწმუნონ მოსამართლე. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ბუნებრივია ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა არანაირ მტკიცებულებებს და არგუმენტებს. მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, როცა ჩვენ ასზე მეტი მოწმე დავკითხეთ. ისინი მხოლოდ ერთ დისკრედიტირებულ ირაკლი ფირცხალავას ჩვენებას ეყრდნობიან. ბრალდება არის დადასტურებული და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






