"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცეს.
სიას ოფიციალურად დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს, მანამდე კი მედიამ იმ ადამიანების ვინაობა გაარკვია, ვინც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან.
არსებული ინფორმაციით, ვაკეში "ქართული ოცნების" საკრებულოს იქნება გიორგი მუსხელიშვილი, საბურთალოზე ვახტანგ შაქარაშვილი დასახელდება. სამგორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი გიორგი ტყემალაძეს წარადგენენ. როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის შალვა ოგბაიძე იქნება. ოგბაიძე "ქართული ოცნების" რიგებიდან გლდანში იყრის კენჭს. ეს უკანასკნელი თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო საქმიანობა.
"ქართული ოცნების" სიას "ზომიერად განახლებულს" უწოდებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.
"არიან ძველი სახეებიც, ახლებიც, ყველა ისინი, ვინც საზოგადოებაში იმსახურებენ ნდობას და პატივისცემას... შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" სია ზომიერად განახლებული იქნება"- განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






