მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 ოფიციალურად 3 სექტემბერს გაიხსნება
პოლიტიკა - 14:58, 01 Sep, 2017     861
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის დეტალები გააცნო. ღონისძიება თავდაცვის უწყების არმიჰოლში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო სწავლება მიზნად ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს. ლევან იზორიამ წვრთნებში ქვეყნების მონაწილეობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სწავლებაში მონაწილობაზე, ასევე წვრთნების ორგანიზების საქმეში, ქართულ მხარესთან ერთად, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. მან სამხედრო სწავლების წარმატებულად ჩატარებისათვის სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაც გამოყო.

თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გიორგი ბუთხუზი და ნუკრი გელაშვილი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. არმიჰოლში, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Agile Spirit 2017 ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. სწავლების საველე და საშტაბო ფაზები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში ჩატარდება. მრავალეროვნული სწავლება 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42