"ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა" - სოფიო კილაძე
პოლიტიკა - 13:49, 01 Sep, 2017     968
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.

„ძალიან კარგად ნახეთ, რომ იყო ულტიმატუმების ენით საუბარი და მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ასეთი ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. გასაგებია, რომ ოპოზიციაა, მაგრამ როცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება საქმე, როგორიც კონსტიტუციაა, ქვეყნის ძირითადი კანონია, აქ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, თავის შეფასებას გააკეთებს. მე წინასწარ ვერ ვიტყვი, რა შეიძლება იყოს ვენეციის კომისიის განცხადება. ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო კონსენსუსი მიღწეული, მაგრამ კონსენსუსს ჰყავს ორი მხარე და ცალმხრივად როგორც მეგობრობა არ არის, ასევე კონსენსუსიც არ არსებობს ცალმხრივი. ოპოზიციურ ფლანგსაც შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოედგა და ულტიმატუმების ენით არ უნდა ესაუბრა" - განაცხდა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42