„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას არსებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემა. ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებით მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე კი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება:
„ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული შერეული მაჟორიტარულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემა. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ამ სისტემის შენარჩუნების პირობებში, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან, საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას ვერ გაასაღებდა სრულად ოპოზიციასთან მიღწეულ კონსესუსად. ამიტომ ის დაადგა მეორე ტყუილის გზას, თითქოს ოპოზიცია არ გამოხატავდა რეალურ მზაობას კონსესუსის მისაღწევად და თითქოს ამან გახადა ხელისუფლება იძულებული, რომ ერთპიროვნულად მიიღოს კონსტიტუციური კანონი. ეს რა თქმა უნდა ტყუილია, სინამდვილეში როგორც აღვნიშნე ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა შეენარჩუნებინა ისეთი უსამართლო საარჩევნო სისტემა რაც მას აბსოლუტურ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს არჩევნებში კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებით.
კონსტიტუციური კანონის ერთპიროვნულად მიღება არ შეიძლება, კონსტიტუციის კანონშემოქმედების საერთაშორისო სტანდარია, რომ ის უნდა იქნეს მირებული ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის პირობებში, სხვა შემთხვევაში ის ვერ უზრუნველყოფს უმთავრეს ფუნქციას, სახელმწიფოს დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. თუ ხელისუფლება ამ გზას დაადგა, მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, - აღნიშნავს შალვა შავგულიძე.
მასალის გამოყენების პირობები






