აღარ შედგება არც 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა სტრასბურგში. „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრი ნიკა რურუა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო, რადგან ხელისუფლებას აქვს ჟინი ქვეყანას თავს მოახვიოს უვარგისი პარტიული დოკუმენტი:
„უარი თქვა ხელისუფლებამ, რადგან მას არ აქვს პოზიცია, მას აქვს ჟინი, რომ თავს მოახვიოს ქვეყანას უვარგისი პარტიული დოკუმენტი, ვითომ ეს არის კონსტიტუცია. სინამდვილეში რასაც ის აკეთებს, არის პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე ქაღალდი, რომელიც ჰგავს პარტიულ წესდებას, რადგან ის არის ყველანაირი კონსესუსის გარეშე შემუშავებული და მიღებულიც როგორც ჩანს, იქნება ყოველგვარი თანხმობის გარეშე. ეს იქნება ძალიან ცუდი პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის“, ასევე ქვეყნისთვის. ის ცდილობს, რომ დააკანონოს ანგარიშვალდებულების გარეშე არსებული ხელისუფლება საქართველოში, წაართვას ქართველ ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება, ეს არის ძალიან ახლომხედველი ქმედება. ეს მოსალოდნელი იყო თავიდანვე, ჩვენ ვამბობდით, არ არის ის გულწრფელი და ეს გაირკვა, მათი განცხადება ყველაფერს ცხადჰყოფს“, - აღნიშნავს ნიკა რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






