,,სტრასბურგში შეხვედრა ვეღარ შედგება, მაგრამ ვენეციის კომისიამ უნდა იცოდეს თუ რატომ ჩავდიოდით“ – მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 13:30, 01 Sep, 2017     1426
ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგზე უარს აცხადებს, ამის შესახებ განცხადება მმართველმა გუნდმა დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციის არსებლი ტექსტის მიღებას აპირებს. შესაბამისად 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა სტრასბურგში აღარ შედგება.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს ვენეციის კომისიასთან კონტაქტი აღნიშნულ საკითხზე კვლავ ექნება:

„გუშინ კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბა, კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზაობა სტრასბურგის შეხვედრაზე ჩასასვლელად, გაამზადა შესაბამისი წერილი, ჩვენეული დღის წესრიგით, სადაც ოთხი საკითხი იყო დასახელებული და აღარ დაუტოვა შანსი ხელისუფლებას იმისა, რომ 6 სექტემბერთან დაკავშირებით მას რაღაც ეთქვა, გუშინვე ტომას მარკეტის განცხადება გაკეთდა, რომ ისინი 6 სექტემბრისთვის რაღაც შეთავაზებებს აპირებენ მხარეებისთვის, რომელიც შეიძლება მისაღები იყო, ამ ფონზე, ოპოზიციაც მზად არის, ვენეციის კომისია არა თუ მზად არის, არამედ წინადადებებიც კი აქვს შესათავაზებელი, უცებ გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ულტიმატუმებისა და წაყენებული პირობების გამო, აზრს ვეღარ ხედავს, მადლობას უხდის ვენეციის კომისიას და არ მიდიან, ეს გააკეთა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა და რაზეც მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო მაშველი რგოლი ხელისუფლებისთვის უარის სათქმელად სტრასბურგში ჩასვლაზე.

ჩვენ კიდევ გვექნება ვენეციის კომისიასთან კონტაქტი, თუ რას იტყვის ის ჩვენს მზაობაზე და შეთავაზებულ დღის წესრიგზე. შეხვედრა ვეღარ შედგება, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ ვერსია ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე, რათა მათ იცოდნენ თუ რატომ ჩავდიოდით, რა წინადადებები ჰქონდათ მათ, ესეც მაინტერესებს და უფრო მეტი სიმკვეთრე რომ შევიტანოთ ჩვენს და მათ პოზიციებში. ვენეციის კომისიასთან საკოორდინაციო საბჭოს აუცილებლად ექნება კიდევ კონტაქტი“, - აღნიშსნავს მამუკა კაციტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42