"საერთაშორისო გამჭირვალობა" დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესთა კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:24, 01 Sep, 2017     1147
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროკურატურის მიერ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევანძაგნიძისა და მასთან ერთად კიდევ ერთი პირის თაღლითობის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ლევან ძაგნიძე არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის რანგში სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (ე.წ. ზონალური საბჭოს) წევრი იყო.

"მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის რანგში სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (ე.წ. ზონალური საბჭოს) წევრი იყო.

ვინაიდან კომისია პასუხისმგებელია თბილისის მთავრობისთვის ქალაქის განაშენიანების, მიწათსარგებობის, სპეციალური ზონალური შეთანხმების დადებისა და სხვა საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამჟამად იკვლევს მისი წევრების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებსა და კორუფციის რისკებს. ამ მიზეზით ორგანიზაციას შესწავლილი აქვს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან ლევან ძაგნიძესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის რისკებიც.

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ლევან ძაგნიძე 2014-2016 წლებში იკავებდა არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილისა და სანებართვო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს. ის სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს არქიტექტორიც იყო. ამავე დროს, ლევან ძაგნიძე 2013 წლიდან (მათ შორის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და ზონალურ საბჭოში საქმიანობის პერიოდშიც) არის შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის წესდებით, მისი საქმიანობის სფეროებია არქიტექტურული საქმიანობა, პროექტირება და დიზაინი, ფართების ლეგალიზება, აზომვითი სამუშაოები და არქიტექტურული კონსულტაცია. ქონებრივ დეკლარაციებში ლევან ძაგნიძეს მითითებული არ აქვს, რომ გარდა შპს A3-ის მეწილეობისა, ის დირექტორის პოსტსაც იკავებდა. ეს ეწინააღმდეგება “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფორმის ჩათვლით.

ლევან ძაგნიძე ე.წ. ზონალური საბჭოს წევრი 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო. საინტერესოა, რომ როგორც მისი კომისიაში წევრობის, ასევე მის შემდეგ პერიოდშიც, კომისიამ ლევან ძაგნიძის ბიზნესპარტნიორის გიორგი მირიანაშვილის (შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33% წილის მესაკუთრე) 3 განცხადება დააკმაყოფილა ქალაქმშენებლობითი პარამეტრის (მაგალითად, შენობების ნებადართული სიმაღლის) გაზრდაზე. მათ შორის, პირველი თანხმობა 2014 წელს ლევან ძაგნიძის კომისიის წევრობის პერიოდშია გაცემული. განცხადებაში მისამართზე დელისის III ქუჩა N22-ში ფუნქციურ დანიშნულებად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია მითითებული, მთავარი არქიტექტორი კი ალექსანდრე სესიაშვილია, რომელიც A3-ის 34% წილის მესაკუთრე, ერთ-ერთი დირექტორი და შესაბამისად, მირიანაშვილისა და ძაგნიძის ბიზნესპარტნიორია. მირიანაშვილის ამავე შინაარსის (ქალაქმშენებლობითი პარამეტრის გაზრდის) განცხადებაზე ზონალურ საბჭოს 2015 წელს კიდევ 2 თანხმობა აქვს გაცემული. აქედან ერთ-ერთ განცხადებაში თავად შპს "A3"-იც ფიგურირებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ სათანადო პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები არსებობს, რისი ერთ-ერთი შესაძლო მაგალითი წარმოდგენილი შემთხვევაცაა. ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაში (ე.წ. ზონალური საბჭოს) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების გამოსავლენად და ანგარიშს სრული სახით მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42