საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენცია დღეიდან შედის ძალაში
პოლიტიკა - 11:36, 01 Sep, 2017     1415
დღეიდან საქართველოში ამოქმედდება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც ასევე ცნობილი არის სტამბოლის კონვენციის სახელწოდებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლის კონვეციის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქალთა უფლებების უკეთ დაცვისა და განმტკიცების გზაზე, კონვენციის ამოქმედება ასევე თვისობრივად გააუმჯობესებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისგან და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს.

სტამბოლის კონვენცია წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისაგან, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციას, გამოძიებასა და აღმოფხვრას, ასევე ხელს უწყობს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. კონვენცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დღევანდელი მდგომარეობით კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის.​

სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, კონვენციის საფუძველზე, შეიქმნება ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ შემუშავდა და მიღებულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეეხო ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის, პატიმრობის კოდექსის, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის, შრომის კოდექსის, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონისა და სხვა აქტების დებულებებს.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42