აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები ცხადყოფს, რომ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ქაედას“ წევრებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და მოაწყონ ტერაქტები ევროპაში.
ხსენებული საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
განცხადების თანახმად, ტერორისტები თავდასხმების სამიზნედ ტურისტული ადგილებს, სატრანსპორტო კვანძებს, ბაზრობებს და მუნიციპალიტეტის შენობებს არჩევენ.
"ექსტრემისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ ცივ იარაღს, რომლის აღმოჩენაც რთულია"- ნათქვამია გაფრთხილებაში, რომელიც 2017 წლის ნოემბრამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






