„არსებული კრიტიკა პოლიტიკურად მოტივირებული იყო“ - ირაკლი სესიაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობაზე
პოლიტიკა - 19:05, 31 Aug, 2017     792

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კრიზისების მართვის საბჭოს სისტემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით საბჭოს სისტემა იმ საფრთხეებსა და მოსალოდნელ კრიზისებს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს, რაც შეიძლება ქვეყნის წინაშე დადგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში სესიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციაზე:

„არის რეგიონები, სადაც სამი თვე ნალექი არ მოსულა. შესაბამისად, ეს ზრდის რისკს, რომ ამ რეგიონებში ხანძარი იყოს. სამწუხაროდ, ასეთი რისკები კვლავ დარჩება, ჩვენ კი, შესაძლებლობის მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ, რათა მაქსიმალურად მზად ვიყოთ, რომ ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, მეორე მხრივ კი, საჭიროების შემთხვევაში კრიზისებს გავუმკლავდეთ.

ბრიტანეთში საბჭო კრიზისებთან ბრძოლაში მაშინ ერთვება, როცა საქმე ეროვნული დონის კრიზისს ეხება. კრიზისების მართვის საბჭო საკოორდინაციო ორგანოა და არა იმის მექანიზმი, რომ რაიმე ტექნიკური საშუალება ჰქონდეს ამა თუ იმ კრიზისს ებრძოლოს. მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხანძარს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდა, ამ პროცესში სხვა სამინისტროები ჩაერთვენ.

არსებული კრიტიკა პოლიტიკურად მოტივირებული და არაკვალიფიციური იყო. ყველას ვურჩევ, რომ კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის შესაბამის ინსტრუქციებს გაეცნოს. მას ძალიან მაღალი შეფასება აქვს, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ ბრიტანულიცაა. როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, ვცილობთ, ჩვენი სისტემა იმ საფრთხეებს და მოსალოდნელ კრიზისებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, რაც შეიძლება ქვეყნის წინაშე დადგეს. ბრიტანეთში კრიზისების მართვის საბჭო პროცესებში მაშინ ერთვება, როცა კრიზისი ეროვნულ დონეს მიაღწევს. ჩვენი ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან და ვერც კი ერკვევიან, კრიზისების მართვის საბჭო რა არის. ადგილზე ერთხელაც არ მისულან და არ უნახავთ, ამ საბჭოს როგორი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. ბრიტანელი ექსპერტების ძალიან მაღალი შეფასება გვაქვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული სისტემა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბრიტანეთში არსებული „კობრა“, - დასძინა სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42