"თავს გაგიცხრილავ.... "- ბათუმის მერობის კანდიდატი ქართული ოცნების წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:18, 31 Aug, 2017     3320


"ლეიბორისტული" პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

ჯელალ ქიქავა აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გამო, მას მმართველი პოლირიკური პარტიის წარმომადგჰენელი დაუკავშირდა და დაემუქრა.

ქიქავა დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

„12 საათისთვის შემეხმიანა და განმიცხადა, რომ ის არის მუხრან ვახტანგაძე, უნდა ჩემთან შეხვედრა და რაღაც ქურდული გარჩევის საკითხებია. მან განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და რადგან საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი არ არის, ესე იგი იმას ქურდული მენტალიტეტი აქვს და ქურდულად უნდა ჩემთან საქმის გარჩევა. მე ვარ ბათუმის მერობის კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ის არის მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონია, მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, მე ერთადერთი რაც შემიძლია, მაქვს გაფორმებული თოფი, გამოვიღო და ორივე მოვწყვიტო ორივე ფეხი,“-აცხადებს ქიქავა.

ბრალდებებს უარყოფს დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. მისი თქმით, სატელეფონო ზარი, რომელიც მისგან ქიქავასთან განხორციელდა მუქარის შემცველი არ ყოფილა.

„მუქარა არ ყოფილა, ვუთხარი შევხვდეთ ერთმანეთს, ბათუმელები ვართ ორივე, აქ პოლიტიკა გამოვრიცხოთ და თუ რამე დანაშაული მიმიძღვის არ გავრბივარ აქვ ვარ-თქო. შეურაცხყოფას რატომ მაყენებ ცილს რატომ მწამებთქო. შევხვდეთ როგორც მეგობრები, როგორც ბათუმელები ისე, ეს იყო მეტი არაფერი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ვახტანგაძე.

ბათუმის მერობის კანდიდატი უკვე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მონხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა "ლეიბირისტული პარტიის" ლიდერმა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "ხელისუფლებამ საარჩევნო ტერორი უკვე დაიწყო".

„პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცნობილი ზონდერი, მუხრან ვახტანგაძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, ტერორით ემუქრება ბათუმში ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, ბატონ ჯელალ ქიქავას. მე ახლა ვთხოვ ივანიშვილის კანტორად ქცეულ გენერალურ პროკურატურას, სასწრაფოდ, ფაქტზე აღძარით საქმე და დააკავეთ მოძალადე დეპუტატი. მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს, თუ უნდა მას, რომ ისტორიაში შევიდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული ხელმძღვანელის სახელით, 24 საათში დააწერინე განცხადება პარლამენტის დატოვებაზე ამ მოძალადე ზონდერს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42