31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა
პოლიტიკა - 15:06, 31 Aug, 2017     805
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა. მან ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„ქედს ვიხრი ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის წინაშე, ვინც საერთაშორისო მისიების ფარგლებში სიცოცხლე დაკარგა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო დაჭრილების მიმართ. ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ როგორც ერთიანი ოჯახის წევრებმა. ჩვენ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს განცდა ჰქონდეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და მოკრძალება თქვენს წინაშე, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მისიას ასრულებდით. მერწმუნეთ, რომ თქვენ ახალ ისტორიას ქმნით. ჯარმა ბორჯომის სიტიქიის დროსაც პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი გამოავლინა. ჩვენმა სამხედროებმა ამოცანები უმოკლეს დროში ღირსეულად შეასრულეს, რაც იმ საერთო წვრთნების დამსახურებაა, რასაც საერთაშორისო მისიიის შესრულებამდე ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავდივართ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42