მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა საქართველოს მთავრობამ ევრო სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე წარადგინა. დოკუმენტაციას თბილისიდან სტრასბურგში სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გაგზავნიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეზე არჩევანის გაკეთებას არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული კანდიდატების წარდგენას უარყოფითად აფასებენ ოპოზიციის რიგებშიც.
„არის ამ ბოლომდე დისკრედიტირებული პროცესის ლოგიკური ანუ სრულიად სამარცხვინო დასასრული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს როგორი არაეთიკური საქციელით გამოირჩეოდნენ ისინი, როდესაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას, განხილვას აჭიანურებდნენ, ხელისუფლების პოლიტიკური დავალებით, როდესაც პირველკლასელი ოროსნისთვის დამახასიათებელი ტყუილებით ცდილობდნენ სხდომების გადადებას, როდესაც ყველას კარგად ახსოვს თითქოს მოსამართლე სიჭინავა ავად იყო და ამ დროს „შორტებით“ ძაღლებს ასეირნებდა. ბუნებრივია, ასეთი კანდიდატები არიან ჩვენი ქვეყნისთვის თავის მოჭრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას რეალურად გადაწყვეტილი აქვს მესამე კანდიდატის გაყვანა, რომლის მიმართაც ამხელა წვალების შემდეგ ევროსასამართლომ განაცხადა, რომ პრეტენზიები არ არსებობს“, - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






