სიტუაცია აბასთუმნის ტყეში - არსებულ ვითარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პოზიტიური დინამიკაა და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქვრალია:
“ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად არის ჩამქვრალი, ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და რა თქმა უნდა ცოცხალი ძალა, ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა, პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ თუ სად უნდა დაისხას წყალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. გამომძიებლების ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ბორჯომის ზონაში. სულ მალე ადგილზე აქაც ჩაერთვებიან გამომძებლები, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად.
1500 კაცამდე არის მობილიზებული, 1200 აქედან შს სამინისტროს თანამშრომლები არიან და დანარჩენი მოხალისეები არიან, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მხარში გვიდგანან და ადგილობრივებმა კარგად იციან აქაური ლანდშაფტი, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად“, - განაცხადა გიორგი მღებრისვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






