საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში უაკანსკნელ პერიოდში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კი მასშტაბურ ხანძრებზე კომენტარს აკეთებეს. მტავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის დროს ძნელია მოვლენების განვითარების პროგნოზირება გააკეთო. მისი თქმით, აბასთუმანში ცეცხლისლოკალიზება სწრაფად მოხდ:
"მინდა, გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ავიაცია, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. ამ ეტაპზე კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი ეხმარება, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება, თუ არ ვცდები უკვე ნებართვა არის და საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაეხმარებიან. სტიქიის დროს ძნელია მოვლენების განვითარების პროგნოზირება გააკეთო , მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს.
მასალის გამოყენების პირობები






