საკონსტიტუციო რეფორმა - ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნ მიმართვაზე იმსჯელებენ. ჯგუფის წევრები გეგმავენ ვენეციის კომისიის შეთავაზებაზე მსჯელობას, სტრასბურგში სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ახალი მემარკვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მიიღებენ განცხადებას, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნება:
„ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ განცხადებას, რომელიც გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, სადაც დავაფიქსირებთ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მოლაპარაკებისთვის, მეორე - ჩვენი დღის წესრიგი განისაზღვრება ყველა საკითხით, რაც კი საარჩევნო თემატიკას ეხება და, თუ ჩაიშლება ეს შეხვედრა, ჩაიშლება მხოლოდ ხელისუფლების გამოისობით,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






