ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლიში წარსადგენი კანდიდატები - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჩივრის შეტანას გეგმავს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, სახეზეა პროცედურული დარღვევები.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, კომისიის წევრების ნაწილი იუსტიციის მინისტრის მითითებით მოქმედებდნენ:
„საქართველოში ვინც რუსთავი2-ის წინააღმდეგ დააცემინა, ან გალანძღა რუსთავი2, ან რუსთავი2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, ეს არის ამ ადამიანების წამახალისებელი. ვაპირებ, რომ საჩივარი შევიტანო პროცედურასთან მიმართებაში და მივწერო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ მკაფიოდ მიუთითონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება იმ კანდიდატების ჩაგდება, რომელიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით. წულუკიანისთვის მიუღებელი კანდიდატები იღებდნენ, მინიმუმ, 5 ერთიანს,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი 2 კანდიდატი უკვე შეარჩია. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარედგინება ევროსასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები






