ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება
► 2017 წლის 31 დეკემბრიდან საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში უკვე დამონტაჟებული უნდა იყოს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები.
► ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო გახდება 2020 წლის პირველი სექტემბრიდან.
► მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში.
► სატვირთო მანქანებსა და ტრაილერებს ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას არ მისცემს 90 კმ სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას.
მასალის გამოყენების პირობები






