„ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის“ - ნიკა რურუა
პოლიტიკა - 09:30, 31 Aug, 2017     5984

ბიძინა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული მი-8 ტიპის ვერტმფრენები - ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცედურებში აღნიშნული ვერტმფრენების გამოუყენებლობას ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი ქონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს უსაფრთხოება:

„ჩვენი ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, მისი უსაფრთხოება, მისი ქონების საკითხი, ვიდრე სახელმწიფოს უსაფრთხოება. შიდა რესურსის მობილიზება შეეძლო ხელისუფლებას და ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, დააგვიანა რეაგირება და ამავე დროს დახმარება იმ ქვეყანას სთხოვა, რომელმაც ცეცხლის გამომწვევი ჭურვები ჩამოყარა იმ ხეობაში, სადაც ხანძარი იყო,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებს:

„ყველაფერზე წინ აყენებს თავის პირად კეთილდღეობას. ასე მართავს ის ქვეყანას, ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. რუსეთის თხოვნას რაც შეეხება, პუტინს უთხრეს პირდაპირ, რომ მოდი გააჩინე ცეცხლები და მე შენ გემორჩილები. ეს არის ქვეყნის კატასტროფული ღალატი, მაგრამ ასევე არანაკლებ ცუდი ფაქტია ის, რომ ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის,“ -აცხადებს ნიკა რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42