,,კურიერის“ ინფორმაციით, მთავრობას ამ შვეულმფრენების უმეტესი ნაწილის მფლობელ კომპანიას, რომელიც ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის, დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. ქართული მი-8-ები სამაშველო ოპერაციებს ავღანეთში ახორციელებენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტიდან ირკვევა, რომ კომპანია ავიასერვისს 8 რუსული და ერთი ულტრათანამედროვე ევროკოპტერი ჰყავს, აქედან 5 მათგანი მი-8 ტიპის ვერტმფრენია, ისეთი, რომლითაც ბოლო 10 დღეა, საქართველოში ხანძარს ებრძვიან. კომპანია ავიასერვისი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფს ეკუთვნის.
"საქმე დგას იმაზე, რომ მე ფულს ვიშოვი, თუ დაიწვას ტყე. შეიძლება ბიზნესმენმა ასე უხეშად გადახარშოს თავის ტვინში. მოდი, ეხლა, მე ყოველ დღე ვშოულოდ 10 ათას, 20 ათას დოლარს, ხოდა ეს მირჩევნია თუ ტყე გადავარჩინო... ის, რომ ფიზიკურად შეუძლებელია , ამას გეტვი, რომ შესაძლებელია ფიზიკურად, თვითონ ბიზნესისთვის, როგორ აწყობს ბიძინას" აცხადებს ბიზნესმენი გიორგი კოდუა.
მასალის გამოყენების პირობები






