აფეთქება საბურთალოზე - მომხდარის დეტალები
შემთხვევა - 18:10, 30 Aug, 2017     1769

დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ, თბილისში, საბურთალოზე ვაჟა-ფშაველას 24 ნომერში ძლიერი აფეთქება მოხდა, შემთხვევა სავარაუდოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია.

აფეთქება მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა, შედეგად დაიწვა 50 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართი. სახლში შემთხვევის დროს 35 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, იგი ქუჩაში თავად გამოვიდა, თუმცა ამ დროისათვის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, იგი ამ დროისათვი რეანიმაციულ გაყოფილებაშია მოთავსებული, აღენიშნება სხეულის 45%-ის დამწვრობა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ახლოს მდებარე მაღაზია და ჩამოიშალა კორპუსის ერთ-ერთი კედელი, ცეცხლი სხვა არც ერთ საცხოვრებელ სახლზე არ გავრცელებულა.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე კორპუსებშიც ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა.

ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისსტები მუშაობენ. მომხდარის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი, პირველადი დასკვნით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42