როგორც ცნობილია, აფეთქება დღეს დაახლოებით ერთი საათის წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობელის გაუმართაობამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე მაღაზია და ჩამოიშალა კორპუსის კედელი.
შემთხვევამ ხანძარი გამოიწვია, ადგილზე სამი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ნიუპოსტსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






