"ხელისუფლებას კონსენსუსის ყალბი სურათის შექმნაში ხელს არ შევუწყობთ"- ოპოზიცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვს
პოლიტიკა - 16:54, 30 Aug, 2017     1259
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ მმართველი პოლიტიკური ძალა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას დათანხმდება და საკითხს განხილვის პირველ ეტაპზე დააბრუნებს. ოპოზიცია 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვს.

"დღეს იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რომლებმაც ორჯერ უკვე გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება და ეს განცხადება საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ საკითხს - თუ ხელისუფლებას მართლა სურს კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, საარჩევნო თემატიკასთან მიმართებით, ის მის მიერვე შემოთავაზებულ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რაზეც ამდენიხნის მანძილზე ვიმუშავეთ - რომ გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

თუ ხელისუფლება მზად არის პროპორციული საარჩევნო სისტემის ირგვლივ მოხდეს მსჯელობა, მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო თუ მმართველ პოლიტიკურ პარტიას სურს რომ ამ მაგიდაზე მსჯელობა იყოს მხოლოდ მის მიერ, თვითნებურად განხილულ და შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დიალოგში მონაწილეობას არ მივიღებთ.
ხელისუფლებას კონსენსუსის ყალბი სურათის შექმნაში ხელს არ შეუწყობთ. ვიმეორებ, თუ ხელისუფლება დაუბრუნდება იმ საკითხს რაზეც 6 თვის განმავლობაში ვიმსჯელეთ, მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა თუ მას მის მიერ მიღებული, მოწონებული და მოფიქრებული ვარიანტი გაასაღოს კონსენსუსად, ამაში ხელს არ შეუწყობთ"- აღნიშნა შალვა შავგულიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42