„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, ოპოზიციის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. მისი თქმით, ქართული ოცნების განცხადებები ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება არის სრულად დესტრუქციული.
„ჩვენ წერილობით მივმართავთ ვენეციის კომისიას, გავუგზავნით არსებულ მდგომარეობას და ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის პოზიცია, მიდიან სტრასბურგში თუ არ მიდიან სტრასბურგში. ამიტომ თუ ფორმატი შეიცვალა, ვენეციის კომისია რას იტყვის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის მთავარია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანი პოზიცია და მივაღწიოთ გამარჯვებას. საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული.
ქართული ოცნება თავისი განცხადებებით კიდევ ერთხელ ზაზს უსვამს, რომ ის არის სრულად დესტრუქციული. მას უნდა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება. ოპოზიციის ერთიანობას და ამ ერთიანობაში ვენეციის კომისიის მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი მნიშნელობა. სამოქალაქო სექტორი, ოპზიციური სპექტრი ყველა არის ერთ პოზიციაზე. ჩვენ ვართ მზად ნორმალური კონსტრუქიული დიალოგისთვის, ქართული ოცნება კი არის დესტრუქციულ კანონგარეშე პოზიციაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






