საკონსტიტუციო ცვლილებები და "მოლაპარაკებებიდან გაქცეული ხელისუფლება" - ოპოზიცია ვენეციის კომისიას წერილს უგზავნის
პოლიტიკა - 14:57, 30 Aug, 2017     1111
"დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები ამ წუთებში "ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში, ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნ წერილზე მსჯელობენ.

წერილში ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმაზე და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს.

მათი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე დიალოგი არ შემდგარიყო.

”თუ დიალოგი არ შედგება, ოპოზიცია სტრასბურგში იმისთვის არ წავა, რომ კონსენსუსის ილუზია შეიქმნას. ხელისუფლება ეშმაკობს, ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არ არის დიალოგისთვის. ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი არ შედგეს და მაშინ სტრასბურგში წასვლას აზრი არა აქვს. პასუხისმგებლობა ამაზე ხელისუფლებას ეკისრება"- განაცხადა ნიკა რურუამ.


"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას თქმით კი ხელისუფლება "მოლაპარაკების მაგიდიდან გაიქცა".

"საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდიდან გაიქცა, მან ჩაშალა დიალოგი და ჩვენ ახლა მოგვიწევს საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენება, რეალურად როგორ ვითარდებოდა პროცესები. ფაქტობრივად ქვეყანაში „ქართული ოცნება“ აპირებს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას მესამე მოსმენით და ამ რეალობაში შესაძლოა ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდეს ქართული სახელმწიფო და სამართლიანი არჩევნები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ „ქართული ოცნებაც“, რომელსაც ქართული საზოგადოება არ შეარჩენს ერთპარტიულ კონსტიტუციას,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42