ოკუპანტი ქვეყნის დახმარება ხანძრის ჩასაქრობად - საგარეო სამეთა მინისტრის პირველი განცხადება
პოლიტიკა - 14:49, 30 Aug, 2017     4214
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რუსეთისთვის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მოთხოვნაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„იმედის“ ეთერში მინისტრმა განაცხადა, რომ დახმარების მოთხოვნები დაიგზავნა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების არხებით, ასევე გამოყენებული იყო ორმხრივი კომუნიკაცია.
საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია და მოთხოვნები, - აცხადებს ჯანელიძე.

"იმისთვის, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რათა მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება და ტექნიკა, რომ ყოფილიყო განსაზღვრული, თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლებოდა ყოფილიყო მოზიდული, რათა გამწვავების შემთხვევაში გავმკლავებოდით ამ სიტუაციას. ჩვენ გვქონდა რეზერვში ყველა ის რესურსი მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები და ორმხრივი ფორმატები, იმისთვის რომ ყველა შესაძლო ტექნიკა გვქონოდა მობილიზებული.
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია და მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი. რუსეთთან მიმართებაში საზოგადოებასთან თავიდანვე იყო კომუნიკაცია. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 22 აგვისტოს გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ასევე მოგვიანებით თავად ზურაბ აბაშიძემ ახსნა პროცესის დეტალები. არაფერი დამალული არ ყოფილა. ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური ნაბიჯების მიხედვით“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპანტი ქვეყნისთვის დაზმარების თხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, როცა ის მოვა ხელისუფლებაში და მაშინ აგოს მან პასუხი თითოეული კრიზისული სიტუაციის გადალახვაზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42