ოპოზიცია სტრასბურგში გადასაგზავნ წერილზე მუშაობს. კამპანია ”დაიცავი კონსტიტუციის“ წევრები დღეს 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, არ იძლევა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის საშუალებას:
„ქართული ოცნება არის დარჩენილი მხოლოდ საკუთარ თავთან, როდესაც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არის ერთიანი, კონსტიტუცია, რომელსაც იღებს ქართული ოცნება, არ იძლევა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესაძლებლობას, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა და ამის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს კონსტიტუცია, თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ბიძინა ივანიშვილის მბრძანებლობაში, მომავალი 30 და 50 წელიწადი, რა თქმა უნდა ამას უზრუნველყოფს ეს კონსტიტუცია, ამიტომ არის, რომ ერთიანია ოპოზიციის დიდი ნაწილი“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






