ანათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ირწმუნება, რომ კოლეჯში "ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს, მათ შორის, ქართულენოვან პროგრამებზე.
სპეციალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 10 სამუშაო დღეში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სხვა სკოლებში გადანაწილებაზე მუშაობა განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში ავტორიზაცია ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლასაც შეუჩერდა.
ამასთან, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქი კი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, 24 მაისს დააკავეს.
თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ფეტულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციის” საქმიანობას უწყობდა ხელს.
"ნიუპოსტი" დემირელის სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს. მათ შეფასებას მიღებისთანავე შემოგთავაზეს.
მასალის გამოყენების პირობები






