თამარ ჟვანია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:21, 29 Aug, 2017     931
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელ არნოლდ სტეფანიანსა და საარჩევნო პროგრამის კოორდინატორ ირმა ბასილაშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის წილისყრით განაწილების საკითხი იყო. შეხვედრამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცესკოს წერილობით მიმართეს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ წილისყრის პროცედურის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში არ მოახდინოს, რაც, მათი განცხადებით, ხელს შეუწყობს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში.

როგორც თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცესკო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების წილისყრით მაქსიმალურად ადრე მინიჭებას. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჩვენ ყველა საკანონმდებლო შესაძლებლობას გამოვიყენებთ რომ თანაბარი კონკურენციისა და თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად ცესკომ არ გამოიყენოს კანონით დადგენილი ბოლო ვადა, და მაქსიმალურად ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს მოვახდინოთ წილისყრით საარჩევნო სუბიექტებისთვის ნომრების განაწილება. ამის წინასწარი მზაობა ნამდვილად არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„იმდენად რამდენადაც საარჩევნო სუბიექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთ ამომრჩევლებს დროულად მიაწოდონ ინფორმაცია თავისი რიგითი ნომრების შესახებ, ასევე მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა თანაბარ გარემოში. სწორედ ეს იყო მიზეზი რომ ცესკოსთვის მოგვემართა მოთხოვნით საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების წილისყრით მინიჭებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ბოლო ვადა არ გამოიყენონ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო“,-განაცხადა ირმა ბასილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42