,,განათლების სისტემაში საბიუჯეტო თანხების მზარდი ხარჯვა და დაუსაბუთებელი პრემიები და დანამატები“
პოლიტიკა - 18:12, 29 Aug, 2017     3503
განათლების სისტემაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასა და თანამდებობის პირებისთვის გაცემულ პრემიებისა და დანამატების შესახებ საუბრობს ,,პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

,,საგანმანათლებლო კოლაფსის პარალელურად განათლების სისტემის ოფიციალურ სტრუქტურებში კვლავ მზარდია საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. არ წყდება დაუსაბუთებელი პრემიებისა და დანამატების გაცემა. თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურება საჯარო მოხელის საშუალო ანაზღაურების ხუთ და ექვსმაგ ოდენობას, ხოლო პედაგოგის საბაზო ხელფასის თერთმეტმაგ ოდენობას შეადგენს.

ჯეჯელავას ბიუროკრატიულ უწყებას 2017 წლის აგვისტომდე ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს შემდეგი ოდენობის თანხა:

სამინისტროს მხოლოდ თანამდებობის პირებზე ანაზღაურების სახით გაცემულია 977 950 ლარი, აქედან დაუსაბუთებელი პრემია-დანამტია 408 284 ლ; მთლიანად სამინისტროს თანამშრომლებზე კი გახარჯულია 2 637 582 ლარის ანაზღაურება და აქედან დაუსაბუთებელი პრემია-დანამატი 761 541 ლარია. სამინისტრომ მივლინებაში დახარჯა 120 283 ლარი.

შემაშფოთებლად გამოიყურება სამინისტროს მიერ საქონლის, მომსახურებისა და სხვა შესყიდვებში გაწერილი და გახარჯული ფინანსები. 2017 წლის აგვისტომდე ეს თანხა, უხეში გაანგარიშებით 10 მილიონი ლარის ფარგლებშია. უამრავთაგან მხოლოდ ზოგიერთს მოვიყვანთ საილუსტრაციოდ: განათლების სამინისტროს შენობის ცენტრალური ფლიგელის სარეაბილიტაციოდ შესყიდვის თანხამ 197 750 ლარი შეადგინა; „ჯოსელისგან“ შესყიდული აქვთ 30 000 ლარის სასაუბრო დრო; სამინისტროს 4 იანვარს 90 ცალი მაჯის საათი შეუსყიდია, რაზეც 24 999 ლარის თანხა გამოუყვია. თუმცა საკასო შესრულებაში ეს თანხა არა მითითებული. საკასო შესრულებაში არ ფიქსირდება ასევე 26 392 ლარი, რომელიც ფარდებისა და ჟალუზების შესყიდვისთვისაა გამოყოფილი;

განათლების სამინისტრომ ინტერნეტ საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნება 24 222 ლარად შეისყიდა; სატელევიზიო მომსახურებაში გადაიხადა 4 800 ლარი, მედიამონიტორინგში, 8 400 ლარი. ამიტომაა, რომ ზოგიერთ ტელევიზიასა და ინტერნეტ თუ ბეჭდურ გაზეთში ჯეჯელავას უწყების კრიტიკას ვერ ნახავთ. მაგალითისთვის: პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის (პსც) მიერ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უამრავჯერ გავრცელებული მიმართვიდან არცერთი არ ხვდება საგანმანათლებლო პროფილის პრეტენზიის მქონე ისეთ პორტალზე, როგორიცაა „edu.aris.ge“. სამაგიეროდ, ეს პორტალი ჯეჯელავას ყოველ ამოსუნთქვას ასაჯაროვებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთელ საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე ობიექტურობით, ყველაზე პოპულარობით და ნდობით, სწორედ პსც გამოირჩევა, მაგრამ, როგორც ჩანს, შეგნებულად ბლოკავენ ინფორმაციას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუროკრატიულ მფლანგველობასთან ერთად საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ კიდევ ორი სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას.

2017 წლის აგვისტომდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორზე გაცემულია 5 757 ლარის პრემია, სულ ამ ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 283 755 ლარის პრემია; ცენტრის სამივლინებო ხარჯმა 20 747 ლარი, ხოლო საკომუნიკაციო ხარჯმა 10 527 ლარი შეადგინა. საწვავში გახარჯულია 31 729 ლარი, ტექ. მომსახურებაში 10 235 ლარი, შესყიდვებში: 415 915 ლარი.

საკმაო მადით და უხვი ხარჯებითაა გამორჩეული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური რეპრესიების ორგანიზებაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში ჩვენ მიერ არაერთგზის მხილებული თამარ სანიკიძე. სამწუხაროა, რომ სამართლიანი სასჯელის ნაცვლად ეს ქალბატონი კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის ფლანგვას და იმის ნაცვლად რომ ციხეში იყოს გამოკეტილი, როგორც საკმაოდ სახიფათო პიროვნება, უცხოურ ვოიაჟებსაც არ იკლებს.

2017 წელს ცენტრის სამ თანამდებობის პირზე გაცემულმა ანაზღაურებამ უკვე შეადგინა 51 352 ლარი, აქედან დანამატის სახით გაცემულია 10 337 ლარის. მარტო თამარ სანიკიძემ 26 465 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

მთლიანად ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 1 857 311 ლარის ანაზღაურება, აქედან 124 206 ლარი დაუსაბუთებელი პრემია-დანამატია. ცენტრის სატელეფონო ხარჯი 3396 ლარს შეადგენს, ხოლო სამივლინებო ხარჯი 83 602 ლარის ოდენობისაა. აქედან, მხოლოდ თამარ სანიკიძემ 4 682 ლარი დახარჯა ქვეყნის გარეთ სირბილში.

პსც ცდილობს დააზუსტოს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ქუდში“ მყოფი სხვა საჯარო დაწესებულებების ფინანსური ხარჯების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ვთვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფინანსური საქმიანობის გასაჯაროებას, მაგრამ ეს ორი უწყება კანონდარღვევით თავს არიდებს პსც-სთან ურთიერთობას. თუ უახლოეს ხანში კომუნიკაციის კრიზის გაგრძელდება, შესაძლოა, განვიხილოთ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანაც“- აცხადებს დავით ფერაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42