ცესკო ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნას
პოლიტიკა - 14:41, 29 Aug, 2017     1058
„მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის ირმა ბასილაშვილის განცხადებით, მათ მთავარ მიზანს, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები უნდა შექმნათ, ცესკო, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს.

ამის შესახებ „პირველს“ ბასილაშვილმა უთხრა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის დირექტორის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ თხოვნაზე ოპერატიური რეაგირება მოახდინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ცესკომ ბოლო ვადებში არ განიხილა მათი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება კანონით ჰქონდათ.

„თავიდან უნდა დავიწყო, რომ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისისას იმის თაობაზე, რომ ხელი შეეწოს საარჩევნო სუბიექტებისათვის არჩევნებში მონაწილეობისათვის, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩევლთა დროულ ინფორმირებულობას. აღნიშნულის მიზნით ორგანიზაციამ ცესკო-ს თხოვა, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინოს წილისყრის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში“, - განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვილმა.

პროგრამის კოორდინატორის თქმით, წინასწარ დასკვნებს ამ ეტაზე ვერ გააკეთებს, თუმცა მოლოდინი დადებითია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ცესკოს წარმომადგენლები ოპერატიულად ახდებენ რეაგირებას ნებისმიერ განცხადებაზე. წინასწარ ვერ გეტყვით, რა მოხდება, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო ვადეში არ განიხილა ჩვენი მოთხოვნა. მოკლედ, შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი“, - აღნიშნა ბასილაშვილმა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და საარჩევნო დღეზე დაკვირვებას თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42