როგორც ქაცარავამ თემის კომენტირებისას აღნიშნა,
ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ქართულმა მხარემ სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართა.
"პირველ რიგში გამოყენებული საერთაშორისო ფორმატები იყო, რომელიც არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ქართულმა მხარემ ასევე მეზობელ სახელმწიფოებს მიმართა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი შედგა. ზურაბ აბაშიძემ ამ საკითხზე დეტალური განმარტება გააკეთა. დღის წესრიგში რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება აღარ დაადგა, რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობის შედეგად თავიდან კატასტროფა ავიცილებთ. რაც შეეხება იმას საერთაშორისო ფორმატები თუ რატომ არ იქნა გამოყენებული, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველომ ევროკავშირს, ნატო-ს და გაერო-ს მიმართა. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჰუმანიტარული საკითხების განხილვასაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რაც შედეგიც ვნახეთ. არავის არაფერი არ დაუმალავს, აბაშიძემ კონკრეტული განცხადება გააკეთა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კატასტროფის თავიდან აცილება იყო. შესაბამისად, გადართული ვიყავით იმაზე, რომ მაქსიმალურად მობილიზება გაგვეკეთებინა იმ დახმარების, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორი ქვეყნებისგან მივიღეთ", - აღნიშნავს ქაცარავა.
უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა აუცილებლად შედგება.
"როცა საჭიროდ ჩავთვლით, საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდებით. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ საკითხზე მინისტრი კომიტეტში მოვიდეს, რადგან ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები მივეღე. იმ მოცემული ვითარებაში მთავარი ამოცანა კატასტროფის თავიდან აცილება იყო", - განმარტა ქაცარავამ.
"ნაციონალური მოძრაობა" ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვაზე რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს თუ რატომ მიმართა საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის ოკუპანტ ქვეყნას.
მასალის გამოყენების პირობები






