პრეზიდენტის მრჩველი აცხადებს, რომ უმთავრესი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა.
„უმთავრესი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ როდესაც მიიღება ესა თუ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, მითუმეტეს როცა ეს დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მიეწოდებოდეს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებები წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი შემთხვევა გვქონდა "გაზპრომთან" მიმართებით და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებისთვის დახმარებისთვის ერთ-ერთი პირველი ოკუპანტ სახელმწიფოს მიმართა.
რუსული მხარე ადასტურებს, რომ ოფიციალური ნოტა რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს გავლით, ქართველი დიპლომატებისგან მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






