მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივას ეუთო პასუხობს
პოლიტიკა - 11:41, 29 Aug, 2017     703

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ, ეუთო გამოეხმაურა.

ანგარიში, ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენლის, ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის, დენის რაისვიჩუსის ზედამხედველობით მომზადდა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მედიაომბუდსმენის არსებობის ფრაქტიკა ხშირშემთხვევაში პოზიტიურად არის განხილული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ეფექტური საქმიანობა ალტერნატივა ხდება იმ რთული, ხანგრძლივი და ძვირი პროცესის, რომელიც ხშირად საჭიროებს სერიოზულ სამართლებრივ დავას მედიაში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებსა ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ახალი ფენომენი იქნება, რომელიც დაფუძნებული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, არსებული საკონსტიტუციო სისტემის საფუძველზე.

„მედიის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დებატები, ასევე პროპაგანდის გავლენა ინფორმაციაზე, საჭიროებს ფრთხილ მიდგომას, როდესაც საქმე ეხება თავისუფალი პრესის საქმიანობაში შესაძლო სამართლებრივ ცვლილებებს. ამიტომ, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა, მედიაომბუდსმენის აპარატის შექმნაზე არის და განიხილება, როგორც ინიციატივა, ასეთი ინსტიტუტის საჭიროებასა და მისი სტატუსის შესახებ საჯარო დებატების დასაწყებად“ - ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, ამგვარი ინსტიტუტის შექმნისთვის რამდენიმე წინაპირობა არსებობს, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა, პოლიტიკური კონსენსუსი და სამართლებრივი საფუძველი. ასეთი ახალი ინიციატივის ფონზე, რომელიც მოულოდნელი იყო მედია ინსტიტუციებისთვის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სხვა აქტორებისთვის, საჭიროა სიტუაციის დეტალური ანალიზი, რომელიც უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის ანალიზს, არამედ სავარაუდო საფრთხეების ანალიზსაც.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიღებული მასალების, ზოგადი დაკვირვებების, თბილისში გამართული შეხვედრების, ასებე საერთაშორისო პრაქტიკისა და მედიის თავისუფლების სფეროში ეუთოს ვალდებულებების გათვალისწინებით, მომზადდა შემდეგი რეკომენდაციები:

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თავდაპირველად განხილულ უნდა იქნას საჯარო დისკუსიის გზით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან მედიის, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მედიაომბუდსმენის აპარატს სჭირდება სხვადასხვა ჯგუფებისგან აღიარება და მაღალი სანდოობა საზოგადოებაში.
  • საჭიროა, წინდახედულად და სიღრმისეულად შეფასდეს , რომ საქართველოში მოქმედი ინსტიტუციებს და ორგანიზაციებს (სახალხო დამცველი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სხვა), რომლებიც უკვე მუშაობენ მედიის რეგულაციისა და თვითრეგულაციის საკითხებზე, ხომ არ შეექმნებათ ახალი გამოწვევები მედიამბუდსმენის გაჩენით? გონივრულად უნდა განისაზღვროს, რითი უნდა გაიზარდოს ამ ინსტიტუციების მუშაობის ეფექტურობა.
  • მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინსტიტუცია უნდა შეიქმნას ყველა აქტორის ჩართულობით, ექსპერტი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ ამ ინსტიტუციის შექმნა მართლაც აუცილებელია.
  • სხვა შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა, მედიაომბუდსმენის ოფისის ჩამოყალიბების გზაზე პირველ ნაბიჯად განვიხილოთ, არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ იმუშაოს ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისთან, რომელიც შეარჩევს საერთაშორისო მედიაექსპერტს, რომელიც უშუალოდ იმუშავებს საქართველოში და რომელიც მისცემს რჩევებს ყველა დაინტერესებულ მხარეს - მთავრობას, პარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რათა საქართველოში გაუმჯობესდეს მედიის სამართლებრივი მდგომარეობა და გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს (როგორიცაა, პროპაგანდა, მედიის წიგნიერების და თვითრეგულაციის დახვეწა) . ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მედიაომბუდსმენი მისი ტრადიციული გაგებით და არ უნდა მიეცეს ამგვარი ტიტული. ამ პოზიციას უმჯობესია, ეწოდოს მთავარი მედია მრჩეველი ან დამოუკიდებელი მედია მრჩეველი, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებლად მოქმედების მანდატი ექნება გარკვეული დროის განმავლობაში და რომელიც რეგულარულად მოამზადებს ანგარიშებსა და რეკომენდაციებს , ასევე შეასრულებს შუამავლის როლს სხვადასხვა მხარეებს შორის . ეს ადამიანი უნდა იყოს უნდა იყოს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ცნობილი პიროვნება, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ნდობას მოიპოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42