ფიტარეთში ჩასვლა და აგილზე ვითარების გაცნობას აპირებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომდგენლები. სააგენტოს მონიტორინგის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, დეკისრება პასუხისმგებლობა.
ძეგლთა დაცვის სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ძეგლის დაზიანების გამო სანქციები გაატარონ, მათ შორის სასულიერო პირებზე.
ბექა ბარამიძის თქმით, ადგილზე მოხდება დათვალიერება მონასტრის გალავნის და თავად ეკლესიის. ,,შემოწმდება ის შესაძლო დაზიანებები, რომელიც დღეს სახეზეა სავარაუდოდ, მომზადდება შესაბამისი დასკვნა და განისაზღრება სამომავლო ქმედებები დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით. სააგენტო განსაზღრავს რეაგირებს მასშტაბებს, რასაც კანნმდებლობა ითვალისწიენბს - აცხადებს ბარამიძე.
არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, ფიტარეთში, ისტორიული კვალის წაშლის გამო, პასუხისმგებლობას საპატრიარქოს და ხელისუფლებას აკისრებს. არქეოლოგი უნიკალური არტეფაქტებსი განადაგურებაზე საუბრობს. გაგოშიძეს არ ეთანხმება არც მონასტრის წინამძღვარი და არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები. წინამძღვარი ადასტურებს, რომ მძიმე ტექნიკა ნებართვის გარეშე შეიყვანა ტაძრის ტერიტორიის გასაწმენდად. ტრაქტორი იმ ადგილას მუშაობდა, სადაც უძველესი გალავანია.
,,მართალი გითხრათ, მე ვაღიარებ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომ არ შევუთანხმდით, მაგრამ ვინაიდან აქ არ ხდებოდა ან შენობის აშენება ან რაიმე დემონტაჟი, საჭიროდ არ ჩავთვალეთ“ - აცხადებს მამა ექვთიმე.
ადგილზე იყო ჩასული იულონ გაგოშიძე, რომელიც აცხადებს, რომ განადგურდა არექოკიგიური ფენა, სადაც შესაძლოა უნიკალური სამარხები იყოს. ,,ყოველგვარი დაკითხვის გარეშე ჩატარდა მიწის სამუშაოები, გადაწმინდეს მძიმე ტექნიკით. შეუძლებელია იქ არქეოლგია არ ყოფილიყო“ - აცხადებს გაგოშიძე.
წინამძღვარი ადასტურებს, რომ გაწმენდითი სამუშაოების დროს მიწის ზედაპირი მოიჭრა და იქ არქეოლოგიური არტეფაქტი გამოჩნდა. აღმოჩენილი კვიტკირიღ სავსე ორმო, რომელიც საუკუნეების წინ მაცივრის ფუნქციას ასრულებდა. არქეოლგების თქმით, ამ ტერიტორიაზე გათხრების ჩატარების შემთხვევაში, ბევრად უფრო მეტი უნიკალური ფაქტების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი.
კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ არაფერი დაზიანრებულა და უმჯობესია მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები






