"ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში"-რატომ დააკავა პოლიციამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დარაჯი
შემთხვევა - 23:59, 28 Aug, 2017     6506
დაახლოებით ორი საათის წინ, ოზურგეთში, ისტორიული მუზეუმის დარაჯი პოლიციამ დააკავა.

დაკავების მიზეზი პოლიციასთან შელაპარაკება გახდა. ამის შესახებ თვითმხილველებმა განაცხადეს.

მათივე თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. შუახნის მამაკაცი პიკაპში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გურიის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

"სამი მანქანით მოვიდნენ, ერთი პიკაპი იყო. ის კაც ვინც დააკავეს, ვიცით, აქ ვხედავთ, მუზეუმში დარაჯად მუშაობს. ხელი კრეს, ძალით ჩასვეს პიკაპში, უყვიროდნენ და ისე წაიყვანეს. პოლიციის შენობასთან გააჩერეს და შიგნით შეიყვანეს. არ ვიცით კონკრეტულად რას ედავებიან, საუბარი იყო, რომ დაკავებულს პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა. სხვას ვერაფერს გეტყვით"-აცხადებენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ.

რამდენიმე წუთის წინ, გურიის მთავარი სამმართველოში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გოგა ტრაპაიძეც მივიდა. სავარაუდოდ ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ტრაპაიძეს თავად ტაქსის მძღოლებმა დაურეკეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს პრესსამსახურს დავუკავშირდთ, უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით, ერთი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ოზურგეთის საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით მდებარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42