საკონსტიტუციო რეფორმა - გაგრძელდება თუ არა დიალოგი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის? აღნიშნულის შესახებ კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის დიალოგის გაგრძელებისთვის:
“საკონსტიტუციო რეფორმამ გაიარა ის ლოგიკური ეტაპები, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით არის გათვალისწინებული, კომისამ, სადაც არასამთავრობო სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები, ოპოზიციური პარტიები იყვნენ ჩართულნი, შეიმუშავა დოკუმენტი, ეს დოკუმენტი შემდეგ საჯარო განხილვების დროს იყო წარდგენილი საზოგადოებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, ამის შემდეგ იყო კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან აქტიური დებატები და დისკუსია პარლამენტში ორი მოსმენის ფარგლებში. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ დამატებით ევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი, ეს არ იყო მხოლოდ მცდელობა, რეალურად შედგა შეხვედრა, ჩვენ არანაირი წინაპირობა, არანაირი ულტიმატუმი არ წაგვიყენებია ამ დიალოგის დაწყებამდე, ჩვენ დავსხედით სრულიად თანამბარ პირობებში ოპოზიციურ პარტიებთან და დავიწყეთ მათთან თანხმობის წერტილების მოძებვნა.
ჩვენ დღესაც მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, თუმცა, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმების წინადადებების ნაცვად, წარმოადგინა 4 ულტიმატუმი, ჩვენ დღესაც მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, თუმცა, დიალოგი გაგრძელდება თუ არა ეს არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, რამდენად შეძლებს უპასუხოს იმ მარტივ თხოვნას, რომელიც ჩვენ გვქონდა დიალოგის პირველ რაუნდში“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






