ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ჩვენ კითხვებზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის - კობახიძე
პოლიტიკა - 13:37, 28 Aug, 2017     1183
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დღესაც მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს”.

მისი თქმით, დიალოგის შეთავაზებას ოპოზიციამ გაუგებრად უპასუხა.

„მმართველმა გუნდმა გამოთქვა დიალოგის განახლების სურვილი. ეს სწორედ მმართველი გუნდის პოზიცია იყო, თუმცა სამწუხაროდ, ამაზე გაუგებარი პასუხი მივიღეთ ოპოზიციისგან“, - განაცხადა კობახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა „ მარტივ კითხვაზე ითხოვდა პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა დიალოგის გაგრძელებაზე, პასუხი არ იყო შესაბამისი”.

„დიალოგის სურვილი იყო ჩვენი ნება და პოზიცია. სამწუხაროდ მივიღეთ გაუგებარი პასუხი. ჩვენ ვითხოვდით მარტივ კითხვაზე პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას. პასუხი არ იყო შესაბამისი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე. ძალიან მარტივი კითხვა იყო დასმული - რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამაზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. თუ იქნება კითხვაზე პასუხი, მზად ვართ დიალოგისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მმართველ ძალასა და ოპოზიციის შეხვედრაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ის ძირითადი საკითხები გააცნეს, რომლის გათვალისწინებასაც საკონსტიტუციო რეფორმაში ოპოზიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

აღნიშნული წინადადებები არჩილ თალაკვაძეს ადგილზე გადასცეს. შეხვედრის დასრულების შემდეეგ, უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მიმართა, წერილობით გადაეგზავნათ ის მთავარი საკითხები, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო რეფორმას მხარს არ დაუჭერდნენ.

მოგიანებით ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებამ უკვე მესამედ გადაუგზავნეს დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ის წინადადებები, რომლის გათვალისწინებასაც ისინი საკონსტიტუციო რეფორმაში პრინციპულად მიიჩნევდნენ.

როგორც 11 პარტიის ერთობლივ განცხადებაში იყო აღნიშნული, ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების სამართლიან გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევას. პოლიტიკური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42